“პანკისის ხეობაში ქვეყნის მორიგ ნაღმზე აფეთქების პოტენციალი 100-ჯერ მეტია, ვიდრე ენერგიტიკული პოტენციალი. პანკისში, განსაკუთრებით მაჩალიკაშვილების ტრაგედიის შემდეგ, ყველაფერი პოლიტიკურია და არა ეკონომიკური ან ენერგეტიკული. პრემიერს და მთავრობას ამდენი არ ესმით! არც ის ესმით, რომ ამგვარი საკითხების მოგვარებაში პოლიცია და სპეცრაზმი ყველაზე კონტრ-პროდუქტიული ინსტრუმენტია!
ამიტომ, სანამ ვითარების განმუხტვა კიდევ შესაძლებელია, პანკისში უნდა ჩავიდეს საქრთველოს პრეზიდენტი და მოსახლეობას მისცეს გარნტია, რომ შეთანხმების მიღწევამდე ჰესის მშენებლობა არ განახლდება. ცხადია, თუ იგი კვლავ იმას არ ფიქრობს, რომ ის პოლიტიკის მიღმაა და ეს კი პოლიტიკაა”
დავით უსუფაშვილი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, “შენების”მოძრაობის ლიდერი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ გუშინ პანკისის ხეობის მოსახლეობასა და სამართლადამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, ჰესის მშენებლობას მოყვა. ხეობაში მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმიც.