“ესკალაცია ფაქტობრივად, გამოიწვია შემდეგმა რამემ: დილით პანკისის ხეობაში გამოჩნდა სამხარეო სამმართველოს 35 პოლიციელი, რომლებსაც აგრესიულად განწყობილმა ადამიანების სპეციალურმა ჯგუფმა დაუშინა ქვები. ჩვენ დეტალურად გამოვიძიებთ, ვინ იყო ეს ხალხი და რა მიზანს ემსახურებოდა მათი ასეთი საქციელი, რამეთუ მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდნენ პანკისში სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის წარმომადგენლები. ჩვენთვის ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია ასეთი ესკალაცია რატომ, რა მიზნით და ვის ინტერსებში მოხდა, რასაც დეტალურად გამოვიძიებთ. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დეტალურად შევისწავლით ყველა კამერაზე ასახულ ყველა მოვლენას, თითოეულ ადამიანსა და პოლიციელზე თავდასხმის შემთხვევას და მხოლოდ ამის შემდეგ, კანონის სრული შესაბამისობით გავატარებთ იმ ზომებს, რის საშუალებასაც გვაძლევს ჩვენი იურისდიქცია. ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა”
გიორგი გახარია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პანკისის ხეობის მოსახლეობასა და სამართლადამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, ჰესის მშენებლობას მოყვა. ხეობაში მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმიც.