ახალი ამბები მთავარი სამართალი

პანკისის ხეობაში სამართალდამცველების მობილიზებასთან დაკავშირებით, შსს განმარტებას აკეთებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს.

უწყების ცნობით, ჰესის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით, ადგილზე უსაფრთხოების და მართლწესრიგის დასაცავად, ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, განთავსებულია პოლიციელთა შესაბამისი რაოდენობა.

„ახმეტის მუნიციპალიტეტში მდინარე ალაზანზე მცირე ჰესის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით, ადგილზე უსაფრთხოების და მართლწესრიგის დასაცავად, ეკონომიკის სამინისტროს მომართვის საფუძველზე, განთავსებულია პოლიციელთა შესაბამისი რაოდენობა. შესაძლო დაპირისპირების, ან პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტს პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, მოჰყვება დაუყოვნებლივი რეაგირება და იქნება აღკვეთილი“,- აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთმ, პანკისის ხეობაში მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება მოხდა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა.

 

იტვირთბა....