Reuters-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, 240 000 უკრაინელს, რომლებმაც ქვეყანა რუსეთთან კონფლიქტის გამო დატოვეს, დროებითი ლეგალური სტატუსი გაუუქმოს.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, უკრაინელების დაცვაზე უარის თქმა ჯერ კიდევ მანამდე იგეგმებოდა, სანამ ტრამპი თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საჯაროდ დაუპირისპირდებოდა. Reuters-ის წყაროები განმარტავენ, რომ ეს გეგმა არის ტრამპის ადმინისტრაციის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი, ლეგალური სტატუსი გაუუქმოს 1.8 მილიონზე მეტ მიგრანტს, რომლებსაც შეერთებულ შტატებში შესვლის უფლება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაწყებული დროებითი ბინადრობის ნებართვის ჰუმანიტარული პროგრამების ფარგლებში მიეცათ.