aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მთავრობა სხვა პოლიტიკას ადგას და გიორგი ქობულიას ხედვა სხვა არის” – ჟორჟოლიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყოფილმა უმრავლესობის დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა, გიორგი ქობულიას გადადგო,ასთან დაკავშირებით განცხადება გააკრთა.

მისი თქმით საქართველოს მთავრობა სხვა პოლიტიკას ადგას, გიორგი ქობულიას კი სხვა ხედვა აქვს.

„მთლიანად მთავრობა სხვა პოლიტიკას ადგას და გიორგი ქობულიას ხედვა სხვა იყო. ჩემი აზრით, მისი ხედვები ისეთია, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანას სჭირდება. ეს განვითარებაზე, პრიორიტეტებზე, გეგმაზე და ინდუსტრიის განვითარებაზე ორიენტირებული ხედვებია. სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობის პოლიტიკა ასეთი არ არის. ამიტომ ქობულიას ამ მთავრობაში ყოფნა იმ პოლიტიკასთან შეუსაბამობაში იყო. ქობულია ამის შედეგად არის გაშვებული და ძალიან სამწუხაროა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი მთავრობის პოლიტიკა ის არ არის, რომელიც დღეს ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, სოციალ-დემოკრატებმა სწორედ ამიტომ დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა.

ამასთან, დეპუტატის განცხადებით, ივანიშვილი მმართველი პარტიის ხელმძღვანელია და სავარაუდოდ, ქობულიას შეცვლის გადაწყვეტილებაში მონაწილეობდა.

„მთავრობა გადაწყვეტილებებს ერთიანად იღებს და ბიძინა ივანიშვილი მმართველი პარტიის ხელმძღვანელია. ცხადია, ალბათ, ბიძინა ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობდა“, –  ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ეკონომიკის მინისტრი გუორგი ქობულია გადადგა. მისი შემცვლელი კი ნათია თურნავა გახდა.

იტვირთბა....