„შავ ზღვას ჩვენს ურთიერთობაში ისტორიულად ჰქონდა უდიდესი როლი. კვიპროსი ქართველებისთვის პირველ რიგში იყო გზა წმინდა მიწისკენ. ეს გზა დღეს ახალ შესაძლებლობებს გვიხსნის ვაჭრობისა და ტურიზმის მუდმივი განვითარებისთვის და ამის რეალური საფუძველი გვაქვს. ზღვა ჩვენი საუკეთესო მოკავშირეა. ვიმედოვნებ, რომ ეს ფორუმი საშუალებას მოგვცემს, დავინახოთ ჩვენი თანამშრომლობის გაფართოების ახალი გზები ბიზნესკავშირების გაძლიერებისთვის. ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისთვის საუკეთესო ფორმატი სწორედ ასეთი შეხვედრებია. მინდა, ყველას გისურვოთ წარმატება და ნაყოფიერი მუშაობა“.
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
აღნიშნული განცხადება მან თბილისში მიმდინარე საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმზე გააკეთა