“ქართველთა არსებობა კვიპროსზე მრავალ წელსა და საუკუნეს მოიცავს”, – ამის შესახებ კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ნიკოს ანასტასიადისმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ კვიპროსზე, ძალიან ავითარებენ კვიპროსს არამხოლოდ კულტურული კუთხით, არამედ ეკონომიკური გაძლიერების პროცესშიც დიდ მონაწილეობას იღებენ.
„მეათე საუკუნიდან ფიქსირდებიან ქართველები კვიპროსზე, მათ ააგეს მონასტერი პაფოსში. 1571 წელს მონასტერი უცხო დარბევის გამო მიტოვებულ იქნა. მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყნებს შორის შედგა მოლაპარაკებები და არქეოლოგიური გათხრები გახდა შესაძლებელი. სწორედ ამ არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნი იქნა აღნიშნული ეკლესიის ნანგრევები.
ამ ჩვენი საუკუნებრივი ურთიერთობების აღსანიშნავად, კვიპროსის სახელმწიფომ გადასცა საქართველოს მიწის ნაკვეთი, იმისთვის, რომ ამ რეგიონში, სადაც უკვე არსებული მეათე საუკუნის ნანგრევებია, ახალი მონასტერი აიგოს“, – განაცხადა ნიკოს ანასტასიადისმა.