„საგანგაშო სტატისტიკა უნდა გავიმეოროთ, იმიტომ, რომ ჩვენ რეალურად ვკარგავთ ადამიანებს გზებზე. 2018 წელს, ჩვენ დავკარგეთ 459 ადამიანი. 10 წლის განმავლობაში, გზებზე ჩვენ დავკარგეთ 6608 ადამიანი და ყველაზე
ტრაგიკული და სამწუხაროდ გუშინ, 15 აპრილს ჩვენ დავკარგეთ 3 ადამიანი და დაშავებული გვყავს 16. ჩვენთვის ეს ფაქტი არის ერთმნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ყველა, თითოეული მოქალაქე უნდა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან, გავუსწოროთ თვალი რეალობას და ის ქმედებები, რომელსაც მივყავართ ამ ტრაგიკულ შემთხვევებამდე, რა თქმა უნდა, მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ”.
გიორგი გახარია, შს მინისტრი