aviabiletebi
მთავარი ციტატა

პატარაია – ისე გაუჭირდა ოცნებას, ისე, რომ არჩევნების მოგებას საპატრიარქოს ეხვეწება

“ისე გაუჭირდა ოცნებას, ისე, რომ არჩევნების მოგებას საპატრიარქოს ეხვეწება და ჰპირდება სამებას აგერ ბიძინა მოგიხატავთო და ყველა დანარჩენ ხუშტურს ხელისუფლება შეგისრულებთო. სკოლებში სქესობრივ განათლებას ისევ არ დავნერგავთ ან მღცდლებმა ასწავლეთო, სამაგიეროდ საგალობლების სწავლება სავალდებულო გახდებაო.

მოკლედ, უკვე ძირს ფორთხავს ოცნება, ანუ აუცილებლად წააგებს არჩევნებს – ხოდა, ძალიან კარგი. მალე ხელისუფლება არ გექნებათ და ვერც ამ იდიოტურ დაპირებებს მოიყვანთ სისრულეში. თავზე გვემხობა განათლების სისტემა და თურმე საგალობლების მასწავლებლები უნდა გამოვაძროთ საიდანღაც და ვასწავლოთ ბავშვებს… და მგალობლებმა ეკლესიაშივე რომ ასწავლონ ბავშვებს საგალობლები, არ შეიძლება? – არ შეიძლება. მერე ვინღა შეეტენება საჯარო სეკულარულ სკოლაში რელიგიური დღის წესრიგით?!

ქვეყანა ქვეყანას არა ჰგავს, სკოლა სკოლას და ეკლესია ეკლესიას. აღრეული და აზელილია ერთმანეთში ბიძინა, პარტია და საპატრიარქო, ტფუი… რა უნდა საპატრიარქოს პოლიტიკაში და პოლიტიკას ეკლესიაში? აი, რა ესაქმებათ იქ?”

aviabiletebi
ავიაბილეთები

უფლებადამცველი ბაია პატარა; სოციალური ქსელი;

იტვირთბა....