ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ივანიშვილი მზადაა სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვა

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მზადაა, სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

„მისმა უწმინდესობამ სტუმარს სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე სამუშაოებიც გააცნო, რომელიც “ქართუ ბანკიდან” ფინანსდება. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვა. შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და წარმატებები უსურვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში

იტვირთბა....