ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქვეყანაში, სადაც ყოველ დღე მატულობს კრიმინალი პოლიციის დავალება ივანიშვილის სასახლის დაცვაა” – ბაქრაძე

სამეგრელოში მოვლენების მწვავედ განვითარებას და ოპოზციის პარტის წევრების დაკავებას ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ეხმაურება.

მისი თქმით, მართველი ხელისუფლება შეშინებულია, რაზეც გუშინ განვითარებული მოვლენები ადასტურებს.

„ქვეყანაში, სადაც ყოველ დღე მატულობს კრიმინალი, პოლიციის მთავარი დავალება გახდა პოლიტიკური ოპონენტების დევნა და ივანიშვილის სასახლის დაცვა. ეს არის პოლიციის დანგრევა, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანება „ქართული ოცნების“ მხრიდან. მაგრამ რაც არის მთავარი. ეს არის შიშის გამოხატულება. „ქართულ ოცნებას“ ეშინია და სამართლიანად ეშინია არჩევნების. იმიტომ, რომ ისინი აუცილებლად წააგებენ არჩევნებს, მაგრამ მინდა, ვუთხრა, პოლიციის ძალით მოგებული არჩევნები არ არსებობს. რაც უფრო მეტად ცუდად მოიქცევიან დღეს, რაც უფრო მეტად დააზიანებენ საარჩევნო პროცესს, რაც უფრო მეტად ჩამოშლიან სახელმწიფო ინსტიტუტებს საკუთარი პარტიული ინტერესისთვის, მით უფრო გარდაუვლად და მწარედ წააგებენ ხვალ,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსეებთ, რომ გუშინ ღამე სამართალდამცველებმა ოპოზიციის წევრები ინციდენტის დროს დააკავეს, რომელიც ზუგდიდში, სოფელ ნარაზენში მოხდა.

დასახლებაში საარჩევნო შეხვედრებისთვის გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი იყო ჩასული.

 

იტვირთბა....