ზუგდიდში სამართალდამცველებსა და ოპოზიციას შორის ინციდენტი მოხდა. დაკავებულია “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი პატარაია, საკრებულოს წევრი ანი წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია. ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს.
ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები შეეცადნენ, გაერკვიათ, ვინ იყვნენ უცნობი პირები და რატომ დაჰყვებოდნენ ისინი მერობის კანდიდატს.