ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

13 დეპუტატის მომზადებულ “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

13 დეპუტატის მიერ მომზადებულ “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ცვლილებები ჩავარდა.​ კანონპროექტს მხარი დაუჭირა 3-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ კი 5 წავიდა.

შეგახსენებთ, რომ ცვლილებები დღეს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ წარადგინა. კანონპროექტი უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებს განსაზღვრავს. კერძოდ, კანონპროექტით უნდა ჩატარდეს ღია კონკურსი. კანონპროექტში გაწერილია სამართლიანი და თანასწორი ხმის მიცემის მოთხოვნები, ასევე ინტერესთა კონფლიქტის დროს განსაზღვრული წესები და პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი.

იტვირთბა....