ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კორნელი კაკაჩია: საქართველოში გაიმარჯვეს იმ პარტიებმა, რომლებსაც ჰქონდათ საკუთარი ტელევიზიები

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის, პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას განცხადებით, რთული იქნება 2020 წლის არჩევნებამდე, მესამე ძალის ჩამოყალიბება.

როგორც მან “მეტრონომთან” საუბრისა აღნიშნა, ამას ახალი ნარატივი, ფინანსური რესურსი და მკვეთრად პოლარიზებული მედიის ფონზე, საკუთარი ტელევიზიაც დასჭირდება.

„მესამე ძალის ჩამოყალიბება ძალიან რთული იქნება. იმისთვის, რომ რაღაც ძალა შექმნა, მით უმეტეს, ახალი, რომელიც ამ პოლარულად განსხვავებულ ძალებს შორის ჩადგება საჭიროა ფინანსური რესურსი, დისკურსული რესურსი, ახალი ნარატივი უნდა შეიქმნას, ახალი ადამიანები, რომლებიც მანამდე არ იყვნენ ჩართული, პლუს საჭიროა მედია. თუ დავაკვირდებით, საქართველოში გაიმარჯვეს იმ პარტიებმა, რომლებსაც ჰქონდათ საკუთარი ტელევიზიები. იმისათვის, რომ ახალი ძალა ჩამოყალიბდეს, მასაც უნდა ჰქონდეს ასეთი, საკუთარი ტელევიზია, იქიდან გამომდინარე, რომ მედია არის სუსტი და პოლარიზებული. ისინი არ უთმობენ თავიანთ პლატფორმებს სხვა აქტორებს, იმიტომ, რომ არ არიან დაინტერესებული. მხოლოდ და მხოლოდ იმ პარტიის კანდიდატებს, მხარდამჭერებს და ექსპერტებს უთმობენ ეთერს, რომელსაც მხარს თავად უჭერენ”, – განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

იტვირთბა....