ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუხაშვილი – ყველაზე საინტერესო იყო, რომ სააკაშვილი მერაბიშვილის არგადაყენებას ნანობს

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუში ყველაზე საინტერესო ვანო მერაბიშვილზე საუბარი იყო.

ხუხაშვილის განცხადებით, სწორი სინანულია მერაბიშვილის არგადაყენების საკითხი.

“სააკაშვილის ინტერვიუს რამოდენიმე ჰედლაინი ვნახე. ყველაზე საინტერესო ნანახ ჰედლაინებში იყო ის, რომ ნანობს მერაბიშვილის არგადაყენებას. ეს ძალიან სწორი სინანულია. იმიტომ, რომ ეს იყო ის წერტილი, როდესაც სისტემამ სააკაშვილი მძევლად აიყვანა და თავდაცვის რეჟიმში გადავიდა. სააკაშვილს ამ ყველაფერმა გადაადგმევინა ნაბიჯი, რომლითაც მისი დელეგიმიტიზაცია დაიწყო. გირგვლიანის თემა გახდა ფუნდამენტური და სისტემური საკითხი, რასაც საბოლოო ჯამში, მისი ხელისუფლება შეეწირა. მე არ ვიცი ამ სინანულის უკან რა დგას – პოლიტიკური თვითგვემა თუ მორალური სინანული, მაგრამ სააკაშვილი ამას უყურებს, როგორც პოლიტიკურ შეცდომას”, – აღნიშნა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის არგადაყენება შეცდომა იყო.

იტვირთბა....