ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ვანოს არგადაყენება იყო შეცდომა” – სააკაშვილი გირგვლიანის საქმეზე

საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის არგადაყენება შეცდომა იყო.

“ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და თქვა, რომ “არ შეიძლება”, “ახლა ასეთი სიტუაციაა” და მართლაც იყო ასეთი. ორ-სამდღიანი ფიქრის შემდეგ ავიღე ეს დარტყმა. გირგვლიანის საქმე გაუფრთხილებლობით მკვლელობა იყო, ის ხალხი დაიჭირეს ძალიან მალე. სატელეფონო ანძების გადაჭრით იპოვეს ყველა და ამას ვერ გააყალბებდი”, — განაცხადა სააკაშვილმა.

იტვირთბა....