ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აქციის ორგანიზატორები არ ყოფილან პოლიტიკოსები – “სოლიდარობის ქსელი” კალაძეს პასუხობს

“სოლიდარობის ქსელი” სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც თბილისის მერს პასუხობს. “მეტრონომი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის მერის, კახი კალაძის (Kakha Kaladze კახა კალაძე) განცხადებას, სადაც ის, აქციის ორგანიზატორებს მოგვიხსენიებს ახალგაზრდების ჯგუფად და ამით ცდილობს გადაფაროს ის შინაარსი და საფუძველი, რომელიც რეალურად ჰქონდა აქციას.

გვსურს ცალსახად განვმარტოთ:

აღნიშნული აქცია ორგანიზებული იყო დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, „სოლიდარობის ქსელი“ მიერ. შესაბამისად განვითარებულ მოვლენებს და ქვეყანაში არსებულ მომაკვდინებელ სამუშაო პირობებს პირველ რიგში სწორედ დასაქმებულები აპროტესტებდნენ. ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად არიან საფრთხის ქვეშ სამუშაო ადგილებზე და რომლებიც მინიმალური ანაზღაურების ნაცვლად ფაქტობრივად სწირავენ სიცოცხლეს.

ჩვენ უკვე მრავალი წელია ვაპროტესტებთ, როგორც დღევანდელი ისე წინამორბედი ხელისუფლების მიერ შემუშავებულ შრომის პოლიტიკას, კანონმდებლობას და მის აღუსრულებლობას. დასაქმებულების მიერ შექმნილი დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „სოლიდარობის ქსელი“ აქტიურად მუშაობს საქართველოში მშრომელთა არსებული მდგომარეობის შესაცვლელად.

აქციის ორგანიზატორები არ ყოფილან პოლიტიკოსები. მართალია ზოგიერთმა პოლიტიკოსმა და ჯგუფმა სცადა არსებული პროტესტის საკუთარი პოპულისტური მიზნების განხორციელების პლატფორმად გამოყენება, თუმცა ჩვენ, სოლიდარობის ქსელმა, აღნიშნული არ დავუშვით და არც შემდგომში დავუშვებთ.

თბილისის მერის განცხადება გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ იგი და მასთან ერთად ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეგნებულად, სხვადასხვა მიზეზის გამოგონებით თავს არიდებენ მშრომელებთან პირდაპირ შეხვედრასა და შინაარსობრივ მსჯელობას არსებულ პრობლემებზე.

დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ!

#შრომა #უსაფრთხოება #სოლნეტი #ღირსეულიშრომა #სოლიდარობა #სოლიდარობისქსელი #მუშა #მშომელი #დასაქმებული #სიკვდილითსავსექალაქი”, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კახა კალაძის შეფასებით, გუშინ, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამართულ აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი, რაც სამწუხაროა.
მისივე თქმით, წლების განმავლობაში, შრომის უსაფრთხოების მხრივ სერიოზულ პრობლემა იყო და გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა.

იტვირთბა....