aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახა კალაძე: გუშინდელ აქციას პოლიტიკური შემადგენელი ახლდა, რაც სამწუხაროა

aviabiletebi
ავიაბილეთები

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კახა კალაძის შეფასებით, გუშინ, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამართულ აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი, რაც სამწუხაროა.
მისივე თქმით, წლების განმავლობაში, შრომის უსაფრთხოების მხრივ სერიოზულ პრობლემა იყო და გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა.

„რაც შეეხება ფაქტს, რომელსაც ჩემი გამოხმაურება მოჰყვა – თბილისში ვბრუნდებოდი, როდესაც მითხრეს, რომ ახალგაზრდების ჯგუფია, რომელიც აპროტესტებს მუშების უფლებებს და ითხოვენ შეხვედრას. იქ ჩამოთვლილი იყო პრემიერ-მინისტრი, გახარია, სერგეენკო, სხვადასხვა მინისტრები და მერიაც. თანხმობა განვაცხადე და გავავრცელეთ მიმართვა, რომ მზად ვიყავი, შევხვედროდი, ამ ადამიანებისთვის მომესმინა, მიმეწოდებინა ინფორმაცია, რა გაკეთდა ამ მიმართულებით.
შრომის უსაფრთხოების მხრივ სერიოზულ პრობლემა იყო და გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა.
თბილისის მერიაც იყო ინიციატორი ცვლილებების, რომელიც გასულ წელს ჩვენ დავაინიცირეთ. ეს ეხებოდა მშენებლობებზე რეგულაციების გამკაცრებას, მშენებლობაზე დასაქმებულების უფლებებს, მათ უსაფრთხოებას და ასე შემდეგ. ვიფიქრე, რომ ამ ყველაფერს ავუხსნიდი ახალგაზრდებს, თუმცა მერე როგორ განვითარდა მოვლენები, თავადაც დაინახეთ. როდესაც ვნახე კადრები, დავინახე, თუ ვინ იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. ამ აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი, რაც სამწუხაროა და არ გავაგრძელებ, ვინ დგას ამის უკან, ვინ მართავს ამ ყველაფერს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....