მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

ჩარკვიანი – სვანეთში ყველაზე დიდ სირცხვილად ქურდობა ითვლება

“რას არ გაიგებს ადამიანი, ვაიიი ჩემო ქვეყანავ ეს რა ” ტრადიციები გქონია” , უი ” არ ვიცოდი” მე სხვა ტრადიციები მახსოვდა….. სვანეთში ყველაზე დიდ სირცხვილად ქურდობა ითვლებოდა და ითვლება საბედნიეროდ, აი ამ ტრადიციის თუ წესის შესახებ. ნამდვილად მსმენია და მიხარია, ეგ რაღაც ” ახალია. ოცნების პარლამენტისეული ტრადიციაა ალბათ”, – წერს სოციალურ ქსელში პარტია “კანონისა და სამართლის” ერთ-ერთი დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი “პატრიოტტა ალიანსის” წევრის ემზარ კვიციანის განცხადების საპასუხოდ.

“ეს ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან, გადმოსულია კავკასიური ტრადიციებიდან და რატომღაც ქურდული დაარქვეს და ჩვენც ამ ქართული და კავკასიური ტრადიციების გულისთვის ციხეში გავუშვათ ყველა და ჩავჯდეთ მაშინ ჩვენც ციხეში, რაღაცა არის ამასთან დაკავშირებით მოსაფიქრებელი”, – განაცხადა “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ემზარ კვიციანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

იტვირთბა....