“ახლა მინდა შევეხო ასეთ თემას, რასაც ქვია ქურდული ტრადიციები და 223-ე პრიმა მუხლი, რომელიც ახხალგაზრდა ქართველების გენოციდისთვის არის გამოგონილი. ხუთი ახალგაზრდა დაიჭირეს იმის გამო, რომ 20-20 ლარი თუ 30 ლარი ვიღაცა კანონიერი ქურდის თუ რაღაცა იმის დედას შეუგროვეს იმისთვის, რომ ჩავიდეს თავის შვილთან. ან რა არის ეს ქურდული ტრადიციები? ვინმე დაფიქრებულა ამაზე? ეს ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან, გადმოსულია კავკასიური ტრადიციებიდან და რატომღაც ქურდული დაარქვეს და ჩვენც ამ ქართული და კავკასიური ტრადიციების გულისთვის ციხეში გავუშვათ ყველა და ჩავჯდეთ მაშინ ჩვენც ციხეში, რაღაცა არის ამასთან დაკავშირებით მოსაფიქრებელი”, – განაცხადა “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ემზარ კვიციანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
იტვირთბა....