ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯაში – კანონიდან სიტყვა “ლიბერალურის” ამოღებას მხარს არ დავუჭერთ

“ის ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება, რეალობისგან შორს არის. კოლეგები, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილნი ან მიზანმიმართულად ავრცელებენ არაზუსტს ინფორმაციას. მინდა, მივმართო ჩვენს საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ასევე პედაგოგიურ კორპუსს, ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებს, რომელთა მხრიდან არასწორი ინფორმაციის საფუძველზე მოხდა ვფიქრობ, საკმაოდ საფუძვლიანი კრიტიკის გაჟღერება. კომიტეტს არ დაუჭერია და არ დაუჭერს მხარს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების ჩანაწერის ამოღებას. გუშინ კომიტეტი იხილავდა ინიციატივას, რომლის მთავარი მიზანი გახლდათ ზოგადი განათლების კანონის მესამე მუხლის დაახლოება ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციის 29-ე მუხლთან. არამხოლოდ მე ვეწინააღმდეგებოდი ჩანაწერიდან ამ სიტყვის ამოღებას, არამედ განათლების სამინისტროს მხრიდან იყო წარმოდგენილი უარყოფითი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, იგივე პოზიცია იყო სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან”, — აღნიშნა ჯაშმა განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა ლიბერალურის“ ამოღებას პარლამენტის განათლების კომიტეტმა მხარი დაუჭირა. კანონპროექტს ექვსმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორი კი წინააღმდეგი წავიდა.

როგორც სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა აღნიშნა, აუცილებელია მხარდაჭერა იმ მოცემულობაზე, რომ ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციასთან უფრო შესაბამისი გახდეს ზოგადი განათლების შესახებ კანონი.

იტვირთბა....