ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თარგამაძე – და აი, დგება ეს დიადი დღეც, 9 აპრილს ტარიელ ონიანი დატოვებს რუსულ საპატიმროს

“და აი, დგება ეს დიადი დღეც. 9 აპრილს ტარიელ ონიანი დატოვებს რუსულ საპატიმროს. რუსებმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, მისი ქვეყნიდან დაუყოვნებლივი დეპორტირების შესახებ. ერთადერთი შეაძლებელი ქვეყანა, სადაც მას დაადეპორტებენ, არის საქართველო. ხოდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia, ბატონო გახარიავ, მერე რომ არ იყოს საუბარი, აქ საქმე არ გვქონდა აღძრული, 9 აპრილი იყო და გამოგვრჩა, რუსებმა არ გაგვაგებინეს, ვერ ვიცანით და ამის მსგავსი, შეგახსენებთ – ტარიელ ონიანი არის ესპანეთის ძებნილი მძიმე დანაშაულებებისთვის. ამიტომ, ვალდებულები ხართ, თბილისის აეროპორტში დააკავოთ და გადასცეთ ესპანეთის მართლმსაჯულებას და არა გადააცილოთ თურქეთში, რასაც, დარწმუნებული ვარ, უკვე გეგმავთ და აპირებთ.

ყურადღებით დავაკვირდები თქვენს ქმედებებს”, – წერს სოციალურ ქსელში “ევროპული საქართველოს” წევრი გივი თარგამაძე.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი (ტარო) 9 აპრილს რუსეთის საპატიმროს დატოვებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, გათავისუფლებისთანავე ონიანის დეპორტაცია მოხდება.

იტვირთბა....