ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი (ტარო) 9 აპრილს რუსეთის საპატიმროს დატოვებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, გათავისუფლებისთანავე ონიანის დეპორტაცია მოხდება.
რუსული მედიის ინფორმაციით, დეპორტაციის ერთ-ერთი შესაძლო ადგილი საქართველოა. ტარიელ ონიანი კი ცდილობს, რომ მისთის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაში მოახერხოს გადასვლა, ასეთად კი თურქეთი განიხილება.
რუსული მედიის ინფორმაციით, ონიანის გათავისუფლებით, ქურდულ სამყაროში დაპირისპირება განახლდება.