ახალი ამბები მთავარი სამართალი

თუ ერთ თვეში პასუხს ვერ მივიღებ შსს-ს და პროკურატურისგან, მე თვითონ დავარქმევ სახელს ამ ყველაფერს – ბესელია ფარულ კადრებზე

“ჩემ მიმართ განხორციელებული შტურმის ფონზე ისევ გააქტიურდა ეს თემა და ისევ გამოჩნდა უკანონო ჩანაწერების გავრცელების ფაქტი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამის შესახებ გუშინ შსს-ს თავად აცნობა.

“ეს შემთხვევით ხდება? მე ვსვამ კითხვებს და მინდა ამ კითხვებზე პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროს და ხელისუფლების მხრიდან. გუშინ, როდესაც მედიამ ამის თაობაზე მითხრა, შსს-ს დავუკავშირდი და მათ ვაცნობე. არ ჰქონდათ ინფორმაცია, ჩემგან გაიგეს. რატომ გაიგეს ჩემგან? ჩვენს ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეები დაცულები უფრო მეტად უნდა იყვნენ თუ არა ასეთი რამით. ჩემს დაცვაზე ნაკლებად შეიძლება იფიქრონ და იზრუნონ, რადგან მიჩვეული ვარ ჯერ “ნაციონალური მოძრაობის“ დროს პერსონალურ შტურმს, შურისძიებებს, არ არის აქამდე ან ვერ არის დამკვეთი ნაპოვნი. ველოდები პირველ საქმეზეც დამკვეთს და ორგანიზატორს და ამ საქმეზეც ველოდები დამკვეთს და ორგანიზატორს. თუ დაახლოებით, ერთი თვის ვადაში მე ამ კითხვებზე პასუხს ვერ მივიღებ შსს-ს და პროკურატურისგან, მე თვითონ დავარქმევ სახელს, რა ჰქვია ამ ყველაფერს,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

იტვირთბა....