მთავარი სამართალი ციტატა

მურუსიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო კორპუსმა დადო შედეგი, რომელიც საქართველოს სასამართლოს სისტემას არასდროს ქონია

“არავითარი კლანი სასამართლო სისტემაში არ არსებობს. კლანი ზოგადად ასოცირდება დანაშაულთან. 2012 წლის შემდეგ ამ ე.წ. კლანს ვისაც ეძახით – იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და მთლიანად სასამართლო კორპუსმა – დადო ისეთი შედეგი, რომელიც არ ჰქონია სასამართლო სისტემას საქართველოს არსებობის ისტორიაში. ყველაზე ნათელი შედეგი არის ის, რომ 11-ჯერ შემცირდა სტრასბურგში მიმართვიანობა. როგორ შეიძლება კლანი ვუწოდოთ იმას, რომელმაც 11-ჯერ შეამცირა სტრასბურგში გასაგზავნი საქმეების რაოდენობა და ყველა მიმართულებით სასამართლოს აქვს წარმატება. ამიტომ კლანზე საუბარი გამორიცხულია. ეს არის სასამართლო კორპუსი, რომელმაც იგრძნო, რომ არის დამოუკიდებელი ხელისუფლება და შესაბამისად, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ცდილობს თავისი ინტერესები წარმოაჩინოს. ჩვენ ვართ ღია. უფრო მეტიც, ვთავაზობთ, სასამართლო კორპუსში მაქსიმალურად შემოვიდნენ, თავად გახდნენ მოსამართლეები და შიგნიდან შეხედონ სიტუაციას, მაგრამ ამისათვის პატივცემულო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებო, გჭირდებათ გამოცდის ჩაბარება. თქვენ თუ გამოცდას ვერ აბარებთ, ვერ მოხვალთ სასამართლო სისტემაში. ამიტომ იყავით უფრო კომპეტენტურები, კეთილგონიერები და როდესაც სასამართლო სისტემა პატივს გცემთ, თქვენც ანალოგიურად პატივისცემით მოეპყარით“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ლევან მურუსიძემ.

იტვირთბა....