ახალი ამბები მთავარი ციტატა

მდინარაძე – ეტყობა ბესელიაზე ბევრს ვფიქრობ და შეცდომით გავუგზავნე მესიჯი

“იყო ესეთი შემთხვევა. ხშირად დამმართნია მეც და ალბათ, თქვენც. ნინო წილოსანმა მკითხა დღეს რა პოზიციები იყო და რა მესიჯები გახმოვანდა და ჩამოყრილი მქონდა და ახლავე ჩაგიგდებ-თქო, წინ ვეჯექი ოჯახში. შეცდომით, ეტყობა ბესელიაზე ბევრს ვფიქრობ და მას გადავუგზავნე. შემდეგ თითქოს მე ბოდიშები მიხდია, მსგავსი არ ყოფილა. ის მესიჯი წავშალე, არ იყო ეკასთვის განკუთვნილი. ჩვენ გავაგრძელეთ მიმოწერა, მე და ეკამ. ვუთხარი, რომ ოჯახები გყვავს და პოლიტიკის შემდეგაც უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში და ნუ იკადრებს რასაც კადრულობს. ტყუილია, რომ იქ ლანძღვა იყო”, – განაცხადა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

თქვენთან ჩართვის წინ, მამუკა მდინარაძე, რომელიც რამდენიმე ადამიანს უგზავნიდა მესიჯს ჩემთან დაკავშირებით, რომელიც მომზადდა იქ, სადაც მესიჯები მზადდება-ხოლმე გამოაგზავნა ჩემს ტელეფონში, სადაც ეწერა ეკა ბესელია და ლანძღვა-გინება, – განაცხადა დღეს ბესელიამ.

იტვირთბა....