“თქვენთან ჩართვის წინ, მამუკა მდინარაძე, რომელიც რამდენიმე ადამიანს უგზავნიდა მესიჯს ჩემთან დაკავშირებით, რომელიც მომზადდა იქ, სადაც მესიჯები მზადდება-ხოლმე გამოაგზავნა ჩემს ტელეფონში, სადაც ეწერა ეკა ბესელია და ლანძღვა-გინება – რაც უნდა ილაპარაკონ ეკა ბესელიაზე. მივხვდი, რომ ჩემთან დაკავშირებით შემუშავდა მესიჯი. იმიტომ დამწკრივდნენ ეს უმწიფარი ბიჭები, მართლა არაკაცები და დაიწყეს ამ მესიჯის გაჟღერება”, – განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.
იტვირთბა....