სამმა რუსმა სამხედრომ ესტონეთის სახმელეთო სივრცე დაარღვია. ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ ტაროს განცხადებით, სამმა რუსმა მესაზღვრემ ესტონეთ-რუსეთის საზღვარი ნებართვის გარეშე ოთხშაბათს გადაკვეთა. მისივე თქმით, უცნობია რა მიზანი ჰქონდეთ რუს სამხედროებს, თუმცა ესტონეთის უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება.
რუსი ჯარისკაცები ესტონეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ, მოგვიანებით კი უკან დაბრუნდნენ.

