მთავარი ციტატა

კახაძე: “ჩემს კაბინეტში პირველივე წერია – უარი აბორტს!”

“აბორტის თემას არასდროს დავთმობ. მე ვამბობ უარი აბორტს, მაგრამ ექიმი კი არ ეუბნება უარს, არამედ უარს ამბობს ადამიანი. განათლება თუ არ შემოვიდა, თუ ამ ტრადიციების აღქმა სწორად არ შემოვიდა, თუ ქალის გვერდით არ დავდექით, თუ დედის უპირატესის მტკიცება არ შემოვიდა, მაშინ ეს დიდ პრობლემას შეგვიქმნის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქალის სასარგებლოდ. თუ არასასურველი ორსულობაა, უნდა ვასწავლოთ როგორ აიცილოსს ის თავიდან. სად მივდივართ? განათლებასთან. ჩემს კაბინეტში რომ შემოდიხართ კარებზევე წერია, პირველი რაც წერია – უარი აბორტს!”, – განაცხადა მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მმართველის ძალის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ლადო კახაძემ “მეტრონომთან” საუბრისას აბორტის თემის კომენტირების დროს.

იტვირთბა....