ახალი ამბები მთავარი ციტატა

კახაძე – იმ ლადო კახაძის ყოფა ვატირე, შალვა ნათელაშვილის დასადები რომ გახდება

“შალვას დასადები რომ ლადო კახაძე გახდება, იმ ლადო კახაძის ყოფა ვატირე. შალვა ნათელაშვილის სალაპარაკო რომ გახდება. მე მაგას დავპირდი, რომ მე მაგას პასუხს არ გავცემ. თუმცა, გუშინ ვთქვი “კავკასიაში” და დღესაც ვიტყვი, მისი კომენტარებისგან დავიღალე, ერთსა და იმავეს “რუსთავი 2″ დაიწყებს და ღმერთმა შეარგოთ. მე იქაც მივალ, ისინიც ჩემი შვილები არიან. მინდა, რომ იმათმაც ბევრი ილაპარაკონ, რაც მეტს ილაპარაკებენ, მეტ პასუხს მიიღებენ. თუმცა, არასწორი ლაპარაკისას მიიღებენ იმ სწორ პასუხს, რაც მათ არასწორ ლაპარაკს დაანგრევს. მე ვთქვი, ნუ გააკეთებს შალვა ნათელაშვილი ისე, რომ დავმარხო პოლიტიკურად-თქო. მერე იმწუთას გავამდიდრე ჩემი ნათქვამი – რომ დავმარხო ამით არაფერი გამოვა, პოლიტიკური სარეველა იმწუთას ამოვა-თქო. ვარდს მოვლა ჭირდება, ხოლო სარეველას გამარგვლაა საჭირო”, – განაცხადა მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მმართველი ძალის კანდიდატმა ლადო კახაძემ “მეტრონომთან” საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ლადო კახაძე საკრებულოს თავმჯდომარედ დადო და შემდგომ ის შევარდნაძესთან გადაბარგდა.

იტვირთბა....