aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ხელისუფლება ვერ აუდის კრიმინალთან ბრძოლას, იმიტომ, რომ თვითონ არის კრიმინალის წამახალისებელი” – გოცირიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს უსმენენ, რომ ხელისუფლება დღეს ფაქტობრივად ვერ აუდის კრიმინალთან ბრძოლას, იმიტომ, რომ თვითონ არის კრიმინალის წამახალისებელი და თავად არის შემოქმედი ამ მძიმე მდგომარეობის.

რომან გოცირიძის თქმით, დღეს კრიმინალური ცნობიერება უკან ბრუნდება და ეს არის პირველ რიგში ხელისუფლების ქმედების ბრალი.

„ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრისადმი ჩვენს მიერ დასმული კითხვის შინაარსი მდგომარეობდა იმაში, რომ ქვეყანაში საშინლად გაიზარდა დანაშაული. ლამის საომარ ქრონიკებში გვგონია თავი, როდესაც ვისმენთ ინფორმაციას ხან გაქურდვის, ხან დაყაჩაღების, ხან ბანკის გაძარცვის შესახებ.

გუშინ სენაკში მაღაზია გაძარცვეს და შოკოლადები მოიპარეს. სიღატაკის უკიდურეს ზღვარზეა ქვეყანა. დანაშაულის ზრდას განაპირობებს მრავალი ფაქტორი, ერთის მხრივ ხელისუფლებაში გამეფებული ატმოსფერო, როდესაც კრიმინალმა აიშვა, ვინაიდან გაჩნდა დაუსჯელობის შეგრძნება, გაჩნდნენ ასე ვთქვათ საკუთარი დამნაშავეები და სხვა დამნაშავეები. ამ საკუთარი დამნაშავეების მიმართ ლოიალური მდგომარეობა და წახალისება, კრიმინალის მხარდაჭერა იმის გამო, რომ ისინი სჭირდებათ სხვადასხვა მიზნით, მათ შორის საარჩევნო მიზნით გამოსაყენებლად, კრიმინალი მოკალათებულია თავად ხელისუფლებაში. ამ პასუხში, რომელიც ჩვენ მივიღეთ, წერია, რომ კრიმინალის ზრდას ხელს უწყობს საზოგადოებაში განმტკიცებული მენტალიტეტი, როდესაც კრიმინალური გარჩევის მონაწილე არის თავად ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლები და სადღაც სარდაფებში აწყობენ კრიმინალურ გარჩევებს და იბარებენ ყოფილ მინისტრებსაც კი.

როდესაც კრიმინალური ცნობიერება უკან ბრუნდება, ეს არის პირველ რიგში ხელისუფლებაში გამეფებული შეგნების და ქმედების ბრალი. სტატისტიკა არის საშინელი. თურმე სტატისტიკით იმიტომ მატულობს კრიმინალი, რომ უკეთესი აღრიცხვიანობა გვაქვსო. ქურდობა 96 პროცენტითაა მომატებული. ამ ერთი თვის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობის ორ ლიდერს გაუტეხეს ბინა. სტატისტიკურად დავთვალოთ ახლა, 113 კაციდან თუ ორს ეს ერთ თვეში შეემთხვა, დანაშაული მთელი ქვეყნის მასშტაბით რა მდგომარეობა იქნება“, – განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში პრემიერ მინისტრს მამუკა ბახტაძეს უსმენენ.

იტვირთბა....