aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნაციონალური მოძრაობა მთაწმინდის ოლქში მხარს შალვა შავგულიძეს დაუჭერს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნაციონალური მოძრაობა” მთაწმინდის ოლქში შუალედურ არჩევნებზე მხარს შალვა შავგულიძეს დაუჭერს.

ფრაქცია ” ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” სავარაუდოდ არ ეყოლება კანდიდატი იმ ოლქებში, სადაც ოპოზიცია კონკურენტუნარიან კანდიდატს წარადგენს.

“ჩვენ მივესალმებით ყველა გაერთიანებას. საპრეზიდენტო არჩევნებში დავინახეთ, რომ გაერთიანებას აქვს შედეგი და ეს შედეგი იყო ოპოზიციური ძალების კანდიდატის გამარჯვება. კარგია, რომ მათ ერთიანი კანდიდატი წარადგინეს. რამდენიმე ოლქში მიმდინარეობს არჩევნები და ჩვენ ალბათ, არ დავაყენებთ იქ, სადაც კონკურენტუნარიანი კანდიდატი ეყოლება ოპოზიციას. ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტს , ისევე, როგორც ისინი ფიქრობენ ზუგდიდში ჩვენ კადიდატს დაუჭირონ მხარი”- რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, “ევროპულმა საქართველომ” და “თავისუფალმა დემოკრატებმა” კოალიცია შექმნეს და მთაწმინდაზე შუალედურ არჩევნებზე შალვა შავგულიძის კანდიდატურა წარადგინეს.

იტვირთბა....