სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ინტერვიუს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოყვა.
პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ შეაფასა.
როგორც მან აღნიშნა, ინტერვიუში იყო რაღაც დეტალები კარგიც და ცუდიც.
“ზოგადად ინტერვიუში რაღაც ვარგოდა და რაღაც არა. გაუგებარი იყო მოგონილი ეტიკეტის აფიშირება, რომ თურმე სტუდიაში არ უნდა მივიდეს პრეზიდენტი. თითქოს ჩვენ აზრზე არ ვართ და მან კარგად იცის, უნდა გვასწავლოს და გვმოძღვრავდეს, როგორ, საიდან და რა რაკურსით უნდა ხდებოდეს პრეზიდენტის გადაღება. ბუნიათიშვილს, რომ შეუვარდა პირდაპირ ეთერში მაშინ ეტიკეტის ნორმები დაიცვა? ან ეტიკეტის ნორმები დაცული იყო, როცა წითელ ხალიჩაზე ვიხილეთ ლიტვაში, რბილად რომ ვთქვათ კონტრასტულ ფორმაში? თვითონ მოსწონს ეს ყველაფერი? მან აქცენტი გადაიტანა ცხოველთა დაცვაზე. რა შუაშია აქ ცხოველთა დაცვა? თვითონ ნახოს ეს სურათი და მოსწონს თავის თავი? რა ჭკუას გვასწავლის, როცა თვითონ ეტიკეტის აზრზე არ არის” – განაცხადა გია ხუხაშვილა ჩვენთან საუბარში.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინგა გრიგოლიას უთხრა, რომ პრეზიდენტი სტუდიაში არ უნდა დადიოდეს.