aviabiletebi
მთავარი საზოგადოება ციტატა

“პროტოკოლის აზრზე არ ვართ სამწუხაროდ, პრეზიდენტი არ უნდა წავიდეს სტუდიაში”

პრეზიდენტი არ უნდა წავიდეს სტუდიაში იმიტომ, რომ ასეთი არის წესი. უნდა შევეჩვიოთ რაღაც წესებს. თუ გვინდა, რომ სახელმწიფო სახელმწიფოს ჰგავდეს. კაფეში და მეგობრებთან არ ვარ პრეზიდენტი. იქ დავდივარ როგორც თავისუფალი ადამიანი.

პრეზიდენტი თავის სასახლიდან, სადაც არის დროშა და თავისი ატრიბუტიკა, იქიდან უნდა გააკეთოს გადაცემები.

ეს მედიასთან არ არის დაკავშირებული, ეს არის პროტოკოლის წესი. საერთოდ პროტოკოლის აზრზე არ ვართ სამწუხაროდ

არაფერი არ ხდება სტუდიაში. უბრალოდ აქ უნდა იყოს ჩაწერილი პრეზიდენტის ოფიციალური ინტერვიუ. ეს არის ოფიციალური სასახლე, სადაც არის პრეზიდენტის ოფიციალური ადგილმდებარეობა.

aviabiletebi
ავიაბილეთები

სალომე ზურაბიშვილი

გადაცემა “რეაქცია”

იტვირთბა....