ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებაზე განმეორებითი კენჭისყრა 17:00 საათზეა ჩანიშნული

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განუცხადებით, ზვიად კვაჭანტირაძის საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებაზე განმეორებითი კენჭისყრა დღეს 17:00 საათისთვის არის ჩანიშნული.

მისივე თქმით, განმეორებით კენჭისყრაზე გაირკვევა გუნდის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან ვერ გადააყენეს.

„ქართული ოცნების” დეპუტატის, დავით მათიკაშვილის განცხადებით,  ამის მიზეზი ის გახდა, რომ  დეპუტატებს წითელი და მწვანე ღილაკები აერიათ.

ზვიად კვაჭანტირაძე: ყოველთვის მჯეროდა, რომ „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია

“მომხრე ვარ, ზვიად კვაჭანტირაძე გადააყენონ, უბრალოდ, რაღაცამ აურია”

იტვირთბა....