ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზვიად კვაჭანტირაძე: ყოველთვის მჯეროდა, რომ „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია

ყოველთვის მჯეროდა, რომ „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“, – ასე შესაფასა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ ის ფაქტი, რომ დღეს პარლამენტში მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხიც დააყენეს, თუმცა, ვერ გადააყენეს.

კაჭანტირაძის თქმით, მისმა მეგობრებმა და ყოფილმა თანამებრძოლებმა დილიდან დიდი პრესი განიცადეს.

„ყოველთვის მჯეროდა, რომ „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“. ალბათ, ყურადღებით ადევნებდით თვალყურს მსჯელობას. ჩვენი მიზანი პარლამენტში ამ მსჯელობის წარმართვა იყო. ძალიან ბევრი აზრი გამოითქვა იმის თაობაზე და კიდეც დადასტურდა, რომ პარლამენტის დღევანდელი მმართველო გუნდი ეწევა აბსოლუტურად ვოლუნტარისტულ პოლიტიკას. თავაშვებულ და თვითნებურ მმართველობას აქვს ადგილი პარლამენტში.

გულწრფელად გითხრათ, შესაძლო იყო დღეს სხვა გადაწყვეტილებაც მიმეღო, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარის ყოვლად უსირცხვილო გამოსვლამ და იმ პოსტულატებმა, რომელიც მის ისტორიულად სამარცხვინო გამოსვლაში წამოაყენა, მიმაღებინა გადაწყვეტილება, ბოლომდე ვმდგარიყავი მედგრად და არცერთ შემთხვევაში არ გამეკეთებინა განცხადება გადადგომის თაობაზე.

ძალიან დიდი პრესი იყო, რომელიც ჩემმა მეგობრებმა და ყოფილმა თანამებრძოლებმა განიცადეს დღეს დილიდან, გუშინ საღამოდან. ბიძინა ივანიშვილი სპეციალურად ჩამოიყვანეს და უმრავლესობის სხდომას დაასწრეს, რათა ანტურაჟი შეექმნათ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილიც აუცილებლად ითხოვდა ჩემი საკითხის ამგვარად გადაწყვეტას. საერთოდ, ამ ადამიანის სახელით მანიპულირება უკვე ძალიან დიდი ხანია, გრძელდება ე.წ. მმართველ გუნდში და უპირველეს ყოვლისა, პარლამენტის მმართველ გუნდში, რის საპროტესტოდაც მაშინ ის ნაბიჯი გადავდგით, რაც გადავდგით და უმრავლესობა დავტოვეთ“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

დავით მათიკაშვილის თქმით, დეპუტატებს წითელი და მწვანე ღილაკები აერიათ და ზვიად კვაჭანტირაძე ამიტომ ვერ გადააყენეს

იტვირთბა....