მთავარი საზოგადოება ციტატა

“ვიღაცებმა უთხრეს სესიაშვილს, ოეე, გაჩერდიო და გაჩერდა” – ჯაფარიძე

„არ მჯერა, რომ სესიაშვილმა გაიაზრა რამხელა სისულელეს აკეთებდა. სავალდებულო სამხედრო სამსახური ამ ქვეყანაში გაუქმდება ნებისმიერ შემთხვევაში და მგონია, რომ ეს მოხდება რაც შეიძლება მალე. ეს შეიძლება მოხდეს ისე, რომ კანონში შევიდეს შესაბამისი ცვლილებები და ფორმალურად გაუქმდეს ეს სამსახური ან მოხდება ისე, რომ „ბიბლიური თავისუფლება“ გააგრძელებს ფუნქციონირებას, დაიცავს ყველა ადამიანს, ვისაც არ უნდა ერთწლიანი მონობა, რაც ასევე ნიშნავს გაუქმებას სავალდებულო სამხედრო სამსახურის. ორივე შემთხვევაში ვიქნებით კმაყოფილი. ამ ორი ვერსიის ალტერნატიული ვერსია ამ ქვეყანაში ვერ დადგება, ამას არ დავუშვებთ. სესიაშვილის კომენტარი რომ ნახოთ, მას გააზრებული არ აქვს. ის არის ჩინოვნიკი, რომელსაც ახლა უჭირავს მაღალი თანამდებობა, ვითომ კურირებს თავდაცვასა და უშიშროებას ქვეყანაში, თუმცა არ მგონია, რომ მისი ოჯახის წევრებსაც სჯეროდეთ, რომ სესიაშვილს ვინმე რამეს ეკითხებოდეს თავდაცვასა და უსაფრთხოებაში. რადგან ამ თამაშშია, ამიტომ გადაწყვიტა, რომ რადგან გაწვევას ახლა შეექმნა პრობლემა, მან რაღაცა უნდა გააკეთოს. დაწერა რაღაც სულელური კანონპროექტი. არ მგონია, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო, სავარაუდოდ, გუნდის გუნდს რომ ეძახიან, იმ გუნდის შიგნით ვიღაცებმა უთხრეს, რომ ოეე გაჩერდიო და გაჩერდა”

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

იტვირთბა....