ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დეპუტატი: “მდუმარე რატომ ვარ, გადახედეთ ჩემს ვებგვერდს”

შეიძლება მიკროფონთან ნაკლებად აქტიური ვარ, მაგრამ სადაც საჭიროა იქ ვმუშაობ – ასე გამოეხმაურა ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში, არასამთავრობო ორგანიზაცია “ფლაგვის დეტექტორის” მიერ გავრცელებულ დასკვნას, “მდუმარე” დეპუტატების შესახებ.

როგორც ხალვაშმა განაცხადა, ის ხალხთან მუშაობს.

“შეიძლება აქტიურობით არ გამოვირჩევი, მაგრამ კითხვები და რაღაცები კი მქონდა კომიტეტის სხდომაზეც და სამთავრობო შეკითხვებიც მაქვს დასმული. მდუმარე რატომ ვარ? მე ჩემი საქმე მაქვს და ვმუშაობ მოსახლეობასთან. გადახედეთ ჩემს ვებგვერდს, მაჟორიტარის გვერდს და არ მგონია, რომ მდუმარე ვიყო. შეიძლება მიკროფონთან ნაკლებად აქტიური ვარ, მაგრამ სადაც საჭიროა მე ვმუშაობ.” – განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა ფატი ხალვაშმა.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “ფლანგვის დეტექტორმა” იმ დეპუტატების სია გამოაქვეყნა. რომელთაც 2018 წელს მიკროფონი არც ერთხელ არ ჩაურთავთ.

იტვირთბა....