ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მდუმარე დეპუტატები – 2018 წელს 150 დეპუტატიდან 30-ს მიკროფონი არც ერთხელ ჩაურთავს

არასამთავრობო ორგანიზაცია “ფლანგვის დეტექტორი” იმ დეპუტატების სიას აქვეყნებს, რომელთაც 2018 წელს მიკროფონი არც ერთხელ არ ჩაურთავთ.

“მდუმარე პარლამენტარების შენახვა 2018 წლის განმავლობაში 1,657,000 დაჯდა.
ამ დეპუტატებს პარლამენტში არ უსარგებლიათ სიტყვის უფლებით, არ გაუკეთებიათ კომენტარი, არ დაუსვამთ კითხვა და შესაბამისად არ მიუღიათ მონაწილეობა საკანონმდებლო საქმიანობაში სრულფასოვნად. ამასთან, მდუმარე დეპუტატები გამოირჩევიან საპარლამენტო სხდომების გაცდენით. ამ მხრივ გამორჩეული კობა ნაყოფიაა. მან 49 პლენარული სხდომიდან 47 გააცდინა. ის წინა წლებშიც ყველაზე გამცდენი პარლამენტის წევრი იყო.

წლის ყველაზე მდუმარე პარლამენტარების სიაში არიან ისეთებიც, რომლებსაც წინა წლებშიც არ უსარგებლიათ საკუთარი მიკროფონით. მაგალითად, ენზელ მკოიანი და გიორგი კოპაძე.

30 მდუმარე დეპუტატიდან 24 ქართული ოცნებიდანაა.

სია და ანაზღაურება:
ლევან ბეჟანიძე – 55485
რუსლან გაჯიევი – 43788
ელგუჯა გოცირიძე – 55485
მახირ დარზიევი – 60285
მუხრან ვახტანგაძე – 56865
ცოტნე ზურაბიანი – 56958
გიორგი თოთლაძე – 44660
ედიშერ თოლორაია – 43200
შალვა კიკნაველიძე 56865
გიორგი კოპაძე – 50364
თეიმურაზ კოხრეიძე – 60285
იოსებ მაკრახიძე – 55485
სამველ მანუკიანი – 55485
სავალან მირზოევი – 45132
ენზელ მკონიანი – 55485
რომან მუჩიაშვილი – 55485
თამაზ ნავერიანი – 55485
დიმიტრი სამხარაძე – 61665
გოდერძი ჩანქსელიანი – 55485
არჩილ ხაბაძე – 60285
ფატი ხალვაში – 55485
ირაკლი ხახუბია – 55485
ვიქტორ ჯაფარიძე – 42000
თენგიზ ხუბულური – 56865
კობა ნაყოფია – 60285
აზერ სულეიმანოვი – 60285
ზაზა კედელაშვილი – 61665
გიორგი ღვინიაშვილი – 65039
გელა მიქაძე – 55271
რამაზ ნიკოლაიშვილი – 60285”, – ნათქვამია “ფლანგვის დეტექტორის” განცხადებაში.

იტვირთბა....