aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სააკაშვილზე 25 წელია ვსაუბრობ, 16 წელია, მასზე პოზიტიური არაფერი მითქვამს” – უსუფაშვილი სააკაშვილზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

„გამოგიტყდებით, დილას არ ვიწყებ სააკაშვილის განცხადებების შესწავლით, გავეცნობი და გეტყვით”, – ამის შესახებ “შენების მოძრაობის” ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვაზე საუბრისას განუცხადა.

უსუფაშვილის თქმით, ის მიხეილ სააკაშვილის ფიგურასთან დაკავშირებით 25 წელია საუბრობს და აქედან, დაახლოებით 16 წელია, პოზიტიური არაფერი უთქვამს.

„მიხეილ სააკაშვილის ფიგურასთან დაკავშირებით 25 წელია ვსაუბრობ, აქედან დაახლოებით 16 წელია, პოზიტიური არაფერი მითქვამს…
გამოგიტყდებით, დილას არ ვიწყებ სააკაშვილის განცხადებების შესწავლით, გავეცნობი და გეტყვით. თუმცა, თუ პარტიაზეა საუბარი, ყველა პარტია თავად უნდა წყვეტდეს ამ საკითხებს და სხვა პარტიებმა უნდა მივიღოთ მოცემულობა, რომელსაც ესა თუ ის პარტია გადაწყვეტს საკუთარ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით.

ქვეყანა მაშინ დალაგდება, როდესაც ყველა პარტიას ექნება საშუალება, ადეკვატურად იყოს წარმოდგენილი არჩევით ორგანოებში. ასე რომ, ეს საკითხი ხალხს მივანდოთ. უნდა დავანებოთ თავი მტრის ხატების ძებნას, ძველების თუ ახლების. არ უნდა გვეგონოს, თუ ვინმეს გაუშვებთ ხელისუფლებიდან ან თუ ვინმეს არ მოვუშვებთ, ამით საქმე მოგვარდება. საქმე მაშინ მოგვარდება, როდესაც კარგი ხალხი, კომპეტენტური ადამიანები იქნებიან მართვის სადავეებთან. ამიტომ პოლიტიკური ხედვაა შესატრიალებელი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დრევანდელ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” სჭირდება ლიდერი, რომელიც ადგილზე იქნება და პირადად ის გრიგოლ ვაშაძესდაუჭერდა მხარს.

ამავე თემაზე:

“ჩემს ლიდერს, ნდობისთვის დიდი მადლობა” – ვაშაძე სააკაშვილის განცხადებაზე

ციხიდან გამოგზავნილი ჩემი წერილის ციტატა მეგონა – უგულავა სააკაშვილის ვიდეომიმართვაზე

 

იტვირთბა....