ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩემს ლიდერს, ნდობისთვის დიდი მადლობა” – ვაშაძე სააკაშვილის განცხადებაზე

„მოხდება თუ არა ჩემი თავმჯდომარედ არჩევა, ამას ყრილობა იტყვის”, – ასე გამეხმაურა პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” სჭირდება ლიდერი, რომელიც ადგილზე იქნება და პირადად ის გრიგოლ ვაშაძესდაუჭერდა მხარს.

ვაშაძის თქმით, ყველა ცვლილება, რაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სტრუქტურაში ხორციელდება, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ხდება.

„მოხდება თუ არა ჩემი თავმჯდომარედ არჩევა, ამას ყრილობა იტყვის. რაც შეეხება ჩემი ლიდერის განცხადებას, ნდობისთვის დიდი მადლობა. დანარჩენი კი, დელეგატების გადასაწყვეტია. ერთ რაღაცას მინდა ხაზი გავუსვა. მომესმა, რომ მიხეილ სააკაშვილი პარტიიდან მიდის და რაღაც მსგავსი სისულელეები. მიხეილ სააკაშვილი ამ პარტიის დამფუძნებელი, პარტიის ლიდერია და ყველა ცვლილება, რაც ამ პარტიის სტრუქტურაში ხორციელდება, მისი ინიციატივით ხდება, რადგან მძიმე პოლიტიკურ პერიოდში, რომელშიც ჩვენ ახლა შევდივართ, პარტიას სჭირდება გაცილებით უფრო ეფექტური მართვის სისტემა და ეს პარტიის ლიდერმა ყველაზე სწრაფად შეიგრძნო “,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ციხიდან გამოგზავნილი ჩემი წერილის ციტატა მეგონა – უგულავა სააკაშვილის ვიდეომიმართვაზე

იტვირთბა....