შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, დაძაბულობისა და პანიკის აბსოლუტურად მიუღებელია.
ციხელაშვილმა ყველას მაქსიმალური პასუხისმგებლობისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.
„კიდევ ერთხელ მაქსიმალური პასუხისმგებლობისა და სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ ყველას. ცხადია, პირველ რიგში ეს ჩვენი ხელისუფლების მოვალეობაა, მაგრამ ასევე არც პოლიტიკოსები, არც აქტივისტები, არც მედია, ბუნებრივია, ამ ვალდებულებისგან გათავისუფლებული არ არის. საქმე ეხება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოებას, ხურავალეთის მოსახლეობას. როდესაც ჩვენ გვაქვს უკვე ძალიან მძიმე მოცემულობა ოკუპაციის, ეს ხომ არც არის ჩვეულებრივი და ნორმალური მოვლენა, რომლითაც გვინდა, ვიცხოვროთ და რომელსაც შევეგუებით, ამ პირობებში კიდევ დამატებით გარკვეული პროვოცირება დაძაბულობის, პანიკის აბსოლუტურად მიუღებლად მიმაჩნია და გუშინ, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ამასთან გვქონდა საქმე“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებდა რამდენიმე ადგილობრივიც.
აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდა არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის გაცხადებით, სამი ნიღბიანი პირი დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლების მიერ 7 თებერვალს დამონტაჟებული სამეთვალყურეო კოშკურიდან დაახლოებით 10 მეტრის აქეთ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
შემდგომში, გორის აღნიშნა, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტების შემოსვლის საშიშროება არ არსებობს.
“უბრალოდ სამი ნიღბიანი , ნიღბები უკეთიათ ხოლმე, დგანან ცოტა მოცილებით, სოფლის განაპირას. ჩვენი პოლიცია აკონტროლებს ტერიტორიას, დაძაბულობა არ არის. შეღობილი არ არის მანდ მავთულხლართებით და ერევათ ქართული ტერიტორიაა თუ — არა. უფრო სწორად იქეთა მხარეს უნდა იყვნენ” – განმარტა მერმა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, დიდ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ხაზის მიღმა იდგნენ. მისივე ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ტერიტორია, სადაც იყვნენ განლაგებული.