fbpx
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა მთავრობას ანაკლიის პორტის დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დეტალური დაზუსტებული პოზიცია წარუდგინეს

მარტის ბოლოს იგეგმება მეორე შეხვედრა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა (EBRD – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, OPIC – ამერიკის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია, ADB – აზიის განვითარების ბანკი, AIIB – აზიის ინფრასტრუქტურისა და განვითარების ბანკი) მთავრობას ანაკლიის პორტის დაფინანსებასთან დაკავშირებულ 8 საკითხზე იურიდიულად დაზუსტებული დეტალური პოზიცია წარუდგინეს.

8-პუნქტიანი მოთხოვნების დეტალურად ჩაშლაზე მთავრობა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები 8 თებერვლის შეხვედრაზე შეთანხმდნენ. დოკუმენტი უკვე გაგზავნილია მთავრობის შესაბამის უწყებებში. მარტის ბოლოს იგეგმება მეორე ინტერაქციული შეხვედრა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ანაკლიის პორტის პროექტის 400 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსებას განიხილავენ.

 

სხვა ამბები

(ტესტი) რამდენად კარგად იცი ცნობილი ადამიანების ნამდვილი სახელი და გვარი (დაგუგვლის გარეშე)

newsadmin

“გერმანიაში მოკლეს ჩვენი მეგობარი ზელიმხან ხანგოშვილი, ეს ტყვიები ქართული სახელმწიფოს ერთგულებისთვისაც მოხვდა”

newsadmin

სააკაშვილს ახასიათებს, რომ მის მერე ქვა ქვაზე არ უნდა დარჩეს – ჩუგოშვილი

newsadmin

“სააკაშვილისა და გვარამიას მხრიდან არის მცდელობა, რომ „რუსთავი 2“ განადგურდეს”

newsadmin

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

newsadmin

ჩუგოშვილი კერზაიას საქმეზე – სამწუხაროა,როდესაც ოჯახის წევრს რჩება განცდა, რომ გადაწყვეტილება მათ მოლოდინებს არ შეესაბამება

newsadmin
იტვირთბა....