ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა: ირაკლი კვარაცხელია შესაძლოა ნაწამებია და ხელისუფლება კი სრულ უმოქმედობას ავლენს

“ნაციონალური მოძრაბის” წევრის, დეპუტატ თინა ბოკუჩავას განცხადებით, ირაკლი კვარაცხელია შესაძლოა ნაწამები და მოკლულია, ამ ფონზე კი, საქართველოს ხელისუფლება სრულ უმოქმედობას ავლენს.

ბოკუჩავას შეფასებთ, მომხდარი ხელისუფლების მაამებლური პოლიტიკის შედეგია.

„ეს ყველაფერი იმ მაამებლური და ენის მოჩლექვის პოლიტიკის შედეგია, რასაც „ქართული ოცნება“ ოკუპანტი სახელმწიფოს მიმართ ახორციელებს. შესაძლოა ის ნაწამები და მოკლულია, ამ ფონზე კი, ხელისუფლების სრულ უმოქმედობას ვხედავთ, ნაცვლად იმისა, რომ საერთაშორისო პარნტიორების სრული მობილიზაციით, ასეთ სისასტიკეს პასუხი გაეცეს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

გალში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

იტვირთბა....