საგანეგებო ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ის თანამდებობას არ ტოვებს.
“პოზიციები შეჯერებულია, თემა ამოწურულია, დისკუსიები დასრულებულია, შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ერთიანი გუნდის ფარგლებში მუშაობას,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავდა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა საკითხი, რომელიც მისი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში უნდა გადაწყდეს.