ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა უკრაინის ომი

თავდასხმა ოდესის პორტზე – არის მსხვერპლი

ოდესის პორტში რუსული ბალისტიკური რაკეტით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 4 ადამიანი. რაკეტა მარცვლეულით მოხვდა დატვირთულ გემს, რომელიც ალჟირში მიემართებოდა.

დაზიანებული გემის ფოტო გამოაქვეყნა ოდესის სამხედრო ადმინისტრაციასთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარემ, სერგეი ბრაჩუკმა.

თავდასხმის დროს გემი ოდესის პორტში 30 ტონა მარცვლეულით დატვირთული იდგა. ეკიპაჟის ოთხი დაღუპული წევრი სირიის მოქალაქეა, დაჭრილია ერთი უკრაინის, ერთიც სირიის მოქალაქე. ეკიპაჟი სულ 12 ადამიანისგან შედგება.

 

 

იტვირთბა....