რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს ჯარების განლაგებას არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება.
ნატოს ჯარების ყოფნა უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი დროშის ქვეშ, ნებისმიერი წოდებით, მათ შორის სამშვიდობო, საფრთხეს უქმნის რუსეთს. მოსკოვი ამას „არავითარ შემთხვევაში“ არ მიიღებს.
თუ ნატო-ს გაფართოება ერთი-ერთი ძირითადი მიზეზია, ყოველ შემთხვევაში, ტრამპი ამას აღიარებს, მაშინ ნატო-ს ჯარების იქ ყოფნა, ნებისმიერი დროშის ქვეშ, ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს“. – თქვა ლავროვმა.