ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

წულუკიანი თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა საკითხი, რომელიც მისი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში უნდა გადაწყდეს.

„პირველ რიგში, შემიძლია ვთქვა, რომ არა, არ გადავმგარვარ. თუმცა არის ოთხი-ხუთი დღის წინ გაჩენილი საკითხი, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია და მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე ერთ რეფორმას, არც რომელიმე ერთ პროცედურას არ ეხება, თუნდაც ამჟამად პარლამენტში მიმდინარეს.ეს არის საკითხი,  რომელიც არის ჩემს თვალში ყოველ შემთხვევაში, ძალიან მასშტაბური, მნიშვნელოვანი ჩემთვის და თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული და იქნება ას ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ მე მგონია, რომ ეს არის ფასეული, ამ ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება, მე, რა თქმა უნდა, არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავიწევი, რადგან თანამდებობა არ არის ფასეული“, – განაცხადა წუკუკიანმა.

 

იტვირთბა....