ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩემს ადგილს ვხედავ მხოლოდ კაკულიების გუნდში” – წულუკიანია

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კითხვაზე, თუ არ იქნება მისი პოზიცია გაზიარებული, ხედავს თუ არა საკუთარ ადგილს ახალ პოლიტიკურ გუნდში განაცხადა, რომ თუ მისი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, მისი ადგილი მხოლოდ ერთადერთ გუნდში იქნება რასაც კაკულიების გუნდი (მეუღლე და შვილი) ქვია.

ამასთან, წულუკიანის თქმით, რა პოზიციაზეც არ უნდა იყოს, მისი პოლიტიკური ადგილი “ქართულ ოცნებასთანაა” და ის ყოველთვის “ქართული ოცნების” ამომრჩეველი იქნება.

„რაც შეეხება პოლიტიკური ადგილს, ჩემი პოლიტიკური ადგილი არის და ყოველთვის იქნება „ქართულ ოცნებასთან“, რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყო. თუ არც ერთ პოზიციაზე არ ვიქნები, ისევ ვიქნები „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი და როგორც აქამდე ვიბრძოდი, მომავალშიც ვიბრძოლებ, რომ „ქართული ოცნება“ იყოს გამარჯვებული და არ დაბრუნდეს უბედურება, რომელსაც ჩვენ ერთად ვებრძოდით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, მინისტრმა არ დაასახელა საკითხი, რომელზეც გუნდში აზრთასხვადასხვაობაა და დისკუსია მიმდინარეობს.

მისი თქმით, თუ დღეს საკითხზე მიიღწევა შეთანხმება სამუშაო პროცესი ჩვეულებრივ გაგრძელდება.

„თუ დღეს ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას, შემდეგ გაგრძელდება ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა საკითხი, რომელიც მისი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში უნდა გადაწყდეს.

იტვირთბა....