პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” ნაბიჯი – არ დაესწორს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას, პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობაა.
“ნაციონალური მოძრაობის” ნაბიჯი ერთმნიშვნელოვნად არის პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობა. ეს პოლიტიკური ძალები, წლების განმავლობაში, ინსტიტუტის პატივისცემაზე გვესაუბრებოდნენ. ერთმნიშვნელოვნად, ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობა”, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში მოხსენებით გამოდის. “ნაციონალურმა მოძრაობა” პრეზიდენტის გამოსვლას არ დაესწრება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის დანიშნულ საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში უნდა მოუსმინოს უმრავლესობამ და არა დემოკრატიულმა ოპოზიციამ.